ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ სამბოს მსოფლიო ჩემპიონატის მე-3, დასკვნით დღეს, საქართველოს ნაკრებმა 1 მედალი მოიპოვა - ლუკა წიქვაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საბრძოლო სამბოს 79 კგ. წონით კატეგორიაში, წიქვაძემ, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ყირგიზი სპორტსმენი დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ექვსი მედლით დაასრულა - სპორტული სამბოს კატეგორიაში ავთო მუკბანიანმა (64 კგ.) ვერცხლი, ბრინჯაოს მედლები კი ვახტანგ ჩიდრაშვილმა (58 კგ.) და ელენე ქებაძემ (+80 კგ.) მოიპოვეს. საბრძოლო სამბოში ბრინჯაოს - გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ.), პარასამბოში კი მიშიკო შიობრიშვილი (79 კგ.) დაეუფლნენ.