სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როლან გაროსის და უიმბლდონის მოქმედი გამარჯვებული, ესპანელი კარლოს ალკარასი, ამერიკის ღია პირველობას სენსაციურად, მეორე წრეში გამოეთიშა.
მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომრის მეტოქე ნიდერლანდელი ბოტიჩ ვან დე ზანდშლუპი იყო, რომელმაც ალკარასს სამ სეტში, 6:1 7:5 6:4 ორ საათსა და 21 წუთში მოუგო.
ალკარასმა 21 ვინერსი ჩააგდო და 27 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ კი პლიუსშიც შეძლო გასვლა - 22 სუფთად ჩაგდებულ ქულასთან ერთად, მას 21 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა.
ამრიგად, ალკარასი ამერიკის ღია პირველობაზე შარშანდელ შედეგს ვერ გაიმეორებს - 2023 წელს ის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც რუს დანილ მედვედევთან დამარცხდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები