თბილისში მიმდინარე კალათბურთის 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია.
მასპინძელი საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან 50-65 დამარცხდა და ტურნირის ბოლო დღეს მე-11 ადგილისთვის ითამაშებს.
ამასთან გაიმართა ნახევარფინალური მატჩები და გაირკვა თუ რომელი გუნდები ითამაშებენ ფინალში. ლიეტუვამ იტალია 91-81 დაამარცხა, სერბეთმა კი სლოვენიას სძლია 90-58.
საქართველო მე-11 ადგილისთვის მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 16:30 საათზე დაიწყება.
ფინალური შეხვედრა კი სერბეთსა და ლიეტუვას შორის 21:00 საათზე გაიმართება.
საქართველომ ისრაელის დამარცხებით A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.