-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ოფიციალური გვერდი 2025 წლის პირველ PPV ღონისძიებას სტატიას უძღვნის.
UFC 311 შესაძლოა UFC-ის ისტორიაში წლის გამხსნელი საუკეთესო pay-per-view ღონისძიება აღმოჩნდეს და აქვს პოტენციალი 2025 წლის საუკეთესო ღონისძიებაზეც ნაადრევი პრეტენზია გაუჩნდეს.
UFC 311-ზე 2 საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება. მეინ ივენთზე, მსუბუქ წონაში ისლამ მახაჩევი არმან ცარუკიანს დაუპირისპირდება, კო-მეინ ივენთზე კი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.
ისლამ მახაჩევი vs არმან ცარუკიანი
მათი პირველი შეხვედრიდან 5 წელიწადზე მეტის გასვლის შემდეგ ისლამ მახაჩევი და არმან ცარუკიანი ოქტაგონს მეორედ გაიზიარებენ, ამჯერად სასწორზე UFC-ის მსუბუქი წონის ტიტული დევს.
მახაჩევი დღეს შესაძლოა საუკეთესო P4P მებრძოლი იყოს პლანეტაზე. დომინანტური ძალა, რომელსაც ზედიზედ 14 ბრძოლა აქვს მოგებული და თანაბრად ამარცხებს მეტოქეებს როგორც ფეხზე, ისე პარტერში. მისი ბოლო 8 ბრძოლიდან 7 დროზე ადრე დასრულდა, ტიტულის მოპოვების შემდეგ კი მისი დონე კიდევ უფრო იზრდება, ალექსანდერ ვოლკანოვსკის ზედიზედ დამარცხების შემდეგ 2024 წელს გამართულ ერთადერთ ბრძოლაში დასტინ პორიეს საბმიშენით აჯობა.
ცარუკიანის სტატისტიკა მახაჩევთან პირველი შეხვედრის შემდეგ 9-1 არის, მისი ერთადერთი მარცხი საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მატეუშ გამროტთან ფიქსირდება, რომელზეც ბევრი ფიქრობს, რომ 28 წლის მებრძოლი მოგებას იმსახურებდა. ამ მარცხმა ის უკან არ დახია და ამის შემდეგ დამირ ისმაგულოვი, ჟოაკიმ სილვა, ბენილ დარიუში და ყოფილი ჩემპიონი, შარლზ ოლივეირა დაამარცხა, რითიც მახაჩევთან მეორედ ბრძოლა დაიმსახურა.
ამ ორი ადამიანის კვლავ შეხვედრა გარდაუვალი იყო და ახლა ეს უდიდეს ბრძოლაში მოხდება. მათი პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში მოკლე პერიოდში ჩაინიშნა და ეს ცარუკიანის დებიუტი იყო UFC-ში, სადაც ახალგაზრდა მებრძოლმა მახაჩევს ჩხუბის ყველა ფაზაში დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ახლა კი ისინი როგორც მსუბუქი წონის 2 მთავარი მებრძოლი, ისე შეხვდებიან ერთმანეთს.
როგორ დასრულდება UFC 311? "And Still" თუ "And New"?
მერაბ დვალიშვილი vs უმარ ნურმაგომედოვი
მერაბ დვალიშვილი სასწორზე თავისი სუპერმსუბუქი წონის ტიტულს დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დებს.
"მანქანამ" თავისი სვლა დივიზიონის მწვერვალისკენ 2024 წლის დასაწყისში 2-გზის ყოფილი ჩემპიონისა და ოლიმპიური ოქროსმედალოსნის, ჰენრი სეხუდოს დომინანტური დამარცხებით გააგრძელა, შემდეგ კი ტიტული UFC 306-ზე შონ ო'მალისთან ასევე დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა. ქართველს UFC-ში 2 მარცხის შემდეგ ამჟამად 11-მოგებიანი სერია აქვს, ამ პროცესში კი მან უამრავი თეიქდაუნი მიითვალა და სტრაიკინგშიც მნიშვნელოვნად განვითარდა.
როგორც მახაჩევზე ამბობდნენ, რომ ის მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვის მემკვიდრე იქნებოდა, ასე ამბობენ უმარზეც, რომ ის ერთ დღეს სუპერმსუბუქი წონის ტიტულს მოიპოვებს. UFC-ში 4-წლიან პერიოდში მოგებული 6 ბრძოლის შემდეგ, მისი კარიერული სტატისტიკა 18-0 არის და აქვს შანსი გულშემატკივრებს იმედი გაუმართლოს და თავის გუნდს კიდევ ერთი ტიტული მოუტანოს.
ამ დაპირისპირების ირგვლივ ყველაფერი საინტერესოა, სტილისტიკური დინამიკიდან დაწყებული მებრძოლებს შორის დაძაბულობით დამთავრებული. შეუჩერებელი დვალიშვილი, რომელმაც დივიზიონის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ყველა გაანადგურა, კვლავაც დაუმარცხებელ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება.
ვიდეო: დვალიშვილმა სპეციალური შორტები პირველად მოირგო
UFC 311-ის მეინ ქარდზე კიდევ 3 ბრძოლა გაიმართება:
ირჟი პროჰასკა VS ჯამაჰალ ჰილი
ბენილ დარიუში VS რენატო მოიკანო
კევინ ჰოლანდი VS რეინიერ დე რიდერი
ღონისძიების მეინ ქარდი 19 იანვარს, 07:00 საათზე დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები