არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
14 იანვარი
მერაბ დვალიშვილს მაგდი ამაჩოვზე ჰკითხეს.
"შენი ვარჯიშის პარტნიორი, რომელიც შენთან ერთად ცხოვრობდა ახლა უმართან ერთად ვარჯიშობს, რა ხდება?"
"მაგდიზე საუბრობ? ის მიყვარს, მე მას დავეხმარე, მაგრამ ეს იმის გამო არ გამიკეთბია, რომ ის მე მეკუთვნის. ის დიდი კაცია და რაც უნდა, ის შეუძლია გააკეთოს. ის დაღესტნიდანაა. ვიცი, რომ მას ისლამ მახაჩევი, ხაბიბ და უმარ ნურმაგომედოვები უყვარს. ისინი ერთმანეთს მუსლიმ ძმებს ეძახიან. ეს მისი ქვეყანა და მეგობრები არიან. მე ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ ამის გამო მას არ განვსჯი, მასზე არ ვარ გაბრაზებული." - უთხრა ქართველმა ჩემპიონმა იუთუბერ The Schmo-ს.
თავის დროზე მერაბი მაგდი ამაჩოვს აშშ-ში დაეხმარა, საკუთარ სახლში მიიღო და დარბაზში მიიყვანა, სადაც ერთად ვარჯიშობდნენ. მერაბისა და უმარის ბრძოლის ჩანიშვნის შემდეგ კი ამაჩოვი ნურმაგომედოვის ბანაკში გადავიდა.
14 იანვარი
ცნობილი გახდა, როგორი შორტებით იბრძოლებს მერაბ დვალიშვილი UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ.
"სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი" - ეს წარწერა ამშვენებს ქართველის შორტს, რომელიც საქართველოს დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.
12 იანვარი
მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"სპარინგის ბოლო სესია. სავარჯიშო კემპი ოფიციალურად დასრულდა. მზად ვარ UFC 311-სთვის.
დღეს დავამთავრე ბოლო სპარინგი. ახლა უკვე წონის კლებას შევუდგები და ზუსტად ერთ კვირაში მზად ვიქნები დიდი ჩეხვისთვის." - წერს ქართველი ჩემპიონი
12 იანვარი
ხაბიბ ნურმაგომედოვმა ერთმანეთს უმარ ნურმაგომედოვი და მერაბ დვალიშვილი შეადარა.
"მერაბი ძალიან კარგი მებრძოლია. მან იცის როგორ იმოქმედოს წნეხში და როგორ იჭიდაოს, იცის დარტყმაც და დარტყმის მიღებაც. მას ჩემპიონის გული აქვს.
მაგრამ უმარი სტრაიკინგში უკეთესია. მერაბი უკეთ ჭიდაობს თავისუფალ სტილში და უკეთესად იცის წნეხში მოქმედება, თუმცა შერეულ სტილში უმარი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, არა მხოლოდ თავის წონაში. თუ ქვემოთ ჩავლენ, უმარი გრეპლინგში ბევრად უკეთესია. ეს ძალიან მაღალი დონის ბრძოლა იქნება." - განაცხადა ხაბიბმა.
10 იანვარი
მერაბ დვალიშვილი მზადაა უმარ ნურმაგომედოვს კარიერის პირველი მარცხი აწვნიოს.
"ვაპირებ, ვაჩვენო ქართული ჭიდაობა და ქართული სიმტკიცე, მე მის დანგრევას ვაპირებ. როგორც მებრძოლი, მე ყოველთვის პატივს ვცემ მას. ისეთ კარგ მებრძოლთან ჩხუბი, როგორიც უმარია, ამაღელვებელია. ის დაუმარცხებელია და ვაპირებ, რომ მისი სტატისტიკა შევცვალო.
ვფიქრობ, უმარი გაფუჭებული ბავშვია. მან უპატივცემლოა გამოიჩინა. 19 იანვარს ყველაფერს დავამტკიცებ. ყოველ ჯერზე, როცა ტოპ კონტენდერს ვუპირისპირდები, მათ მარტივად ვუსწორდები. ვფიქრობ, ახლაც იმავეს გავაკეთებ." - განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.
10 იანვარი
უმარ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ ის 2025 წელს 3-ჯერ ბრძოლას აპირებს და სჯერა, რომ შონ ო'მალი მასსა და მერაბ დვალიშვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
"ვინც არ უნდა მოიგოს ეს ბრძოლა, ვფიქრობ, შემდეგი ო'მალი იქნები. მას სურს, რომ მერაბმა მოიგოს, არა რემატჩის გამო, არამედ ის ფიქრობს, რომ მერაბი ჩემზე ადვილი მეტოქე იქნება. წელს 3-ჯერ ვიბრძოლებ. ჩემთვის იდეალური ივნისი და ოქტომბერი იქნება." - განაცხადა რუსმა მებრძოლმა.
2 იანვარი
უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილთან რთულ ბრძოლას ელოდება.
„ვფიქრობ, მერაბს ისეთთან უნდა ბრძოლა, ვისაც იცის რომ მოუგებს. ეს არ ნიშნავს, რომ 100%-ით შევალ გალიაში და მას დავანგრევ, არა. ის კარგად იცნობს იმ სხვა ბიჭებს, ვისაც მარტივად მოუგებს. ჩემთან კი ნამდვილად გაუჭირდება. მას შონ ო'მალისთნა ან პიტერ იანთან სურს ბრძოლა, იმიტომ რომ იცის, რომ ეს მარტივი ფულია.
ჩემთან დვალიშვილს ღრმა წყალში მოუწევს შემოსვლა, ხანგრძლივი ღამე გველის. ის ვერ გამაკონტროლებს. მე კარგი თვისებები მაქვს, დარტყმაც კარგად ვიცი და მისთვის ბევრი პრობლემის შექმნა შემიძლია. თუმცა, როცა გალიაში შევალთ, არ ვიფიქრებ, რომ მას ჩემი ეშინია. ვიცი, რომ ეს არის ადამიანი, ვისაც ჩემი ცემა უნდა. ამიტომ, დიდი ბრძოლა იქნება." - აღნიშნა უმარმა.
29 დეკემბერი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი თავის მომავალ ბრძოლასა და მეტოქეზე ESPN-ს ესაუბრა.
"უმარი კარგი მებრძოლია. ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ მას ეს არ დაუმსახურებია, როგორც დანარჩენ ჩვენგანს. ყველამ ვიცით, რომ ბევრს ვშრომობთ აქ მოსახვედრად, მე მარტივად არაფერს ვიღებ. ის უბრალოდ სულ წუწუნებს, რომ არავის სურს მასთან ბრძოლა, მაგრამ არსებობს ბევრი კარგი მებრძოლი, მაგალითად მარიო ბაუტისტა.
უმარი მხოლოდ სენდჰეგენს ებრძოლა და ამ მიზეზს იყენებს აქ მოსახვედრად. მე არ მომწონს ის ფაქტი, რომ მას ეს ისე არ დაუმსახურებია, როგორც UFC-ის სხვა მებრძოლებს. ის თავმდაბალი მაინც უნდა იყოს, ის უბრალოდ უპატივცემლობას გამოხატავს ჩემს მიმართ და იტყუება, ნამდვილი კაცები ასე არ იქცევიან.
ეს ნამდვილად რთული დაპირისპირება იქნება და ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რადგან ის ახალი სახეა და კარგი მებრძოლია. ის კარგი დგომშიც და ჭიდაობაშიც." - განაცხადა დვალიშვილმა.
21 დეკემბერი
ხაბიბ ნურმაგომედოვის აზრით, უმარს სატიტულო ბრძოლა მასთან ნათესავური კავშირების გამო არ მიუღია.
მერაბ დვალიშვილის აზრით, ქამრისთვის ბრძოლას უმარი იმიტომ არ იმსახურებს, რომ ჯერჯერობით ტოპ მებრძოლეებიდან არავინ დაუმარცხებია და მხოლოდ ხაბიბის ნათესაობის გამო მისცეს ეს ბრძოლა.
„რაც შეეხება უმარის "საჩუქარს", მისი რეკორდი 18-0 შეადგენს, მას UFC-ში ექვსი გამარჯვება აქვს, ბოლო ბრძოლაში კი მან ხუთრაუნდიან მეინ-ივენთში მძიმე მეტოქე კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
ვფიქრობ, უმარმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა. არ ვიცი, მერაბი რატომ ნერვიულობს. უმარი აქ იმიტომ არ არის, რომ ჩემი ნათესავია. ის აქ იმის გამოა, რომ 18-0 და UFC-ში 6-0 აქვს.
უმარი თავის პირად მემკვიდრეობას ქმნის და ამას 19 იანვარს დაამტკიცებს. ის ყველას აჩვენებს, რატომ ნერვიულობს მერაბი." - აღნიშნა UFC-ს ექს-ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა.
19 დეკემბერი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო დაპირისპირებაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.
"ვფიქრობ, უმარი მოიგებს. არ მგონია, რომ მერაბი მას სტრაიკინგში აჯობებს და ასევე არ მგონია, რომ ის უმარს პარტერში ჩაიყვანს და მასზე კონტროლი ექნება. ვერ ვხედავ გზას, როგორ შეიძლება მერაბმა წარმატებას მიაღწიოს.
მერაბი სისულელეებს ლაპარაკობს და ამის გამოც მინდა, რომ სამაგიერო მიიღოს. ის კვლავ ამბობს, რომ მე საჩუქარი ვიყავი უმარისთვის, ამიტომ მე უმარისკენ ვარ. მერაბი მომწონდა და ამიტომაც მწყდება გული, რომ მან სისულელეების ლაპარაკი დაიწყო". - განაცხადა სენდჰეგენმა.
12 დეკემბერი
მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმეგომედოვთან კონფლიქტზე ისაუბრა.
„ბრძოლის შემდეგ უმარს სილას ვუთავაზებ, თუნდაც ამის გამო ციხეში მომიწიოს ჩაჯდომა. თუ ჩემს მიმართ უპატივცემლობას იჩენ, სახეში მოგხვდება. თუ ის ბოდიშს არ მოიხდის, ბრძოლის შემდეგ ნამდვილი ჩხუბი გაჩაღდება, თუნდაც ამის გამო დაღესტანში მომიწიოს ჩასვლა.
მიყვარს დაღესტანი, იქ ბევრი მეგობარი მყავს. მაგრამ, უმარმა ჩემს მიმართ შეცდომა დაუშვა და პასუხი უნდა აგოს. დაღესტანელი ხალხი მიყვარს, ჯერ კიდევ ვცემ პატივს ხაბიბს, ისლამს და სხვებს, პრობლემები მხოლოდ უმართან მაქვს." - აღნიშნა დვალიშვილმა.
11 დეკემბერი
არმან ცარუკიანმა არიელ ჰელუანისთან ინტერვიუში UFC 311-ზე გასამართი ბრძოლების შესახებ ისაუბრა.
"ვგრძნობ, რომ მე და მერაბი ამ ბრძოლაში ერთად ვართ და ჩვენ ისინი უნდა დავამარცხოთ, რადგან ის ქართველია და მე - სომეხი, თანაც მე საქართველოში დავიბადე.
ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ერთადაც გვივარჯიშია. იმედია, იმ ღამეს ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ქართული და სომხური ცეკვებით." - განაცხადა სომეხმა მებრძოლმა.
6 დეკემბერი
ხაბიბ ნურმაგომედოვი უმარ ნურმაგომედოვისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლის ჩანიშვნას გამოეხმაურა.
„ორი სატიტულო ბრძოლა ერთად! მგონი, ასე არ ხდება. ან არ ყოფილა. რა ღამე მელის... იმედია გადავრჩები." - წერს სოციალურ ქსელში UFC-ს მსუბუქი წონის ექს-ჩემპიონი.
5 დეკემბერი
უკვე ოფიციალურად შეგივიძლია ვთქვათ, რომ UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი დაუპირისპირდებიან.
ინფორმაციას თავად ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა უაითი ადასტურებს. ქართველი ჩემპიონი ქამარს 19 იანვარს UFC 311-ზე დაიცავს, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართება.
ამავე ღონისძიებაზე კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლა შედგება, სადაც მსუბუქი წონის ქამრის მფლობელი ისლამ მახაჩევი არმან ცარუკიანს დაუპირისპირდება.
UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა განმარტა, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლის ჩანიშვნა სწრაფად გადაწყდა. მისი თქმით, მასთან გვიან ღამით მერაბი ოფისში მივიდა და უთხრა, რომ ის დაიღალა უმარის უპატივცემულობით და ბრძოლა რაც შეიძლება მალე სურდა.
შემდეგ დანამ უმარს დაღესტანში დაურეკა და მისმა პასუხმაც არ დააყოვნა: "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას".
თაზო ჩარკვიანი
ლინკის დაკოპირება
კომენტარები