იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მერამდენე ადგილზე ავიდა იბერია კონფერენს ლიგის ცხრილში?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

მერამდენე ადგილზე ავიდა იბერია კონფერენს ლიგის ცხრილში?

12 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას კონფერენს ლიგის 2026/27 წლების სეზონის 4 ტურის შემდეგ იბერია 1999 4 ქულით სატურნირო ცხრილში 24-ე ადგილს იკავებს, რაც პლეი-ოფში გამსვლელი პოზიციაა.


ხეტაფესთან თბილისში მოპოვებული 1:0 გამარჯვების შემდეგ თბილისურმა კლუბმა საუკეთესო 24 გუნდში შეაღწია.

ლიგის ფაზაში სულ 6 თამაში ტარდება. პირველ 8 ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ 1/8 ფინალში ხვდებიან, მე-9-დან 24-ე ადგილის ჩათვლით გასული კლუბები პლეი-ოფის საგზურს იღებენ, ხოლო 25-ე და ქვედა ადგილებზე გასულები ტურნირს ეთიშებიან.


ტოპ 24-ში მოსახვედრად, როგორც წესი, 7 ქულა საკმარისია (ზოგ შემთხვევაში ბურთების შეფარდებით 6 ქულაც ყოფნის), ამიტომ იბერია 1999-ს დარჩენილ 2 ტურში მინიმუმ 3 ქულის (1 მოგების) აღება სჭირდება, რათა პლეი-ოფის საგზური დიდი ალბათობით გაინაღდოს.

დარჩენილ ორ შეხვედრაში თბილისური კლუბის მეტოქეები უშუალო კონკურენტები არიან. 10 დეკემბერს იბერია 1999 თბილისში სერბულ ცრვენა ზვეზდას უმასპინძლებს, ხოლო 17 დეკემბერს ჩეხეთში იაბლონეცს დაუპირისპირდება.


ორივე მეტოქეს ამ ეტაპზე 5-5 ქულა აქვს და ცხრილში შესაბამისად მე-19 და მე-18 პოზიციებზე იმყოფებიან, რაც შინ ცრვენა ზვეზდასთან წარმატებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

4 ტურის შემდეგ გათამაშებას 100%-იანი შედეგით (12 ქულა) მონაკო ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს კი 10-10 ქულით ბრაიტონი და სენტ-ტრუიდენი იყოფენ.


9-9 ქულით მომდევნო პოზიციებზე აიაქსი, პანათინაიკოსი, ლუგანო, ტვენტე, ტრაბზონსპორი და ფრაიბურგი არიან, ხოლო 7-7 ქულით ბრაგა, მიალბი, კოპენჰაგენი, ბრანი, ატალანტა და უნივერსიტატეა კრაიოვა მოდიან. 6


ქულა აქვს ჰაიდუკს, 5-5 ქულით ორჰუსი, იაბლონეცი, ცრვენა ზვეზდა, ნორდსიელანდი, ეგნატია, გენტი და კაირატი არიან, 4-4 ქულა კი იბერია 1999-სა და მიდტიულანდს აქვთ.


3-3 ქულით ბორაცი, რიგა, ინტერ ესკალდესი, ლინკოლნ რედ იმპსი, თუნი და კაუნო ჟალგირისი ცხრილიში დაბლა არიან, ხოლო 1-1 ქულით ცსკა სოფია, ჰართსი, ხეტაფე, პაფოსი და კუპსი ბოლო პოზიციებს იკავებენ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

იბერია 1999
კონფერენს ლიგა
საქართველო
ხეტაფე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"რომ არა გულშემატკივრები, ვერ მოვიგებდით" - ჯინჯოლავას კომენტარი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"რომ არა გულშემატკივრები, ვერ მოვიგებდით" - ჯინჯოლავას კომენტარი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერიელები ტოპ 5ში - კონფერენს ლიგის სტატისტიკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერიელები ტოპ 5ში - კონფერენს ლიგის სტატისტიკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საშინელი ინციდენტი ბათუმში - თურქული გრანდები ბეშიქთაშის გულშემატკივრებს მხარდაჭერას უცხადებენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საშინელი ინციდენტი ბათუმში - თურქული გრანდები ბეშიქთაშის გულშემატკივრებს მხარდაჭერას უცხადებენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაცვითი დისციპლინა და მწვავე კონტრშეტევები - იბერია-ხეტაფეს სტატისტიკური ანალიზი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დაცვითი დისციპლინა და მწვავე კონტრშეტევები - იბერია-ხეტაფეს სტატისტიკური ანალიზი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

"რომ არა გულშემატკივრები, ვერ მოვიგებდით" - ჯინჯოლავას კომენტარი

News image

28 წთ წინ

იბერიელები ტოპ 5ში - კონფერენს ლიგის სტატისტიკა

News image

2 სთ წინ

საშინელი ინციდენტი ბათუმში - თურქული გრანდები ბეშიქთაშის გულშემატკივრებს მხარდაჭერას უცხადებენ

News image

22 წთ წინ

დაცვითი დისციპლინა და მწვავე კონტრშეტევები - იბერია-ხეტაფეს სტატისტიკური ანალიზი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება