უეფას კონფერენს ლიგის 2026/27 წლების სეზონის ინდივიდუალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებში იბერია 1999-ის რამდენიმე ფეხბურთელი თავის პოზიციაზე ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მოთამაშედ ფიგურირებს.
მონაცემები მოიცავს როგორც დაცვით მოქმედებებს, ისე ბურთის ართმევას, გამოტანასა და ჩაჭრებს.
კონფერენს ლიგის განაპირა მცველებს შორის ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა საერთო დაცვითი მოქმედებებით გამოირჩევა. მას 37 დაცვითი ქმედება აქვს შესრულებული და საშუალოდ 9.30 მაჩვენებლით მე-4 ადგილზეა.
გარდა ამისა, განაპირა მცველების შორის ბურთის გამოტანის მაჩვენებლით ჯინჯოლავა 3.80 საშუალო ნიშნულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.
ნახევარმცველებს შორის ბურთის გამოტანის კომპონენტში ბაქარ ქარდავა მე-9 ადგილზეა. მას 12 გამოტანა და საშუალოდ 3.00 მაჩვენებელი აქვს. ჟან-მარკ ტიბუე ბურთის გამოტანის (5 გამოტანა, საშუალოდ 3.50) და ჩაჭრების (4 ჩაჭრა, საშუალოდ 2.80) კატეგორიებში ორივეგან მე-4 ადგილზე იმყოფება.
თავდამსხმელებს შორის ნიკა სიხარულაშვილი და ლუკას კაფე გამოირჩევიან.
სიხარულაშვილი თავდამსხმელებში ბურთის ჩაჭრის მაჩვენებლით 0.80 საშუალო ნიშნულით (3 ჩაჭრა) მე-6 ადგილზეა, ართმევების კომპონენტში 1.90 საშუალო მაჩვენებლით (7 ართმევა) მე-5 პოზიციას იკავებს, ხოლო დაცვითი მოქმედებების მიხედვით 4.30 საშუალო ნიშნულით (16 ქმედება) ასევე მე-5 ადგილზეა.
ლუკას კაფე კი 11 ართმევითა და საშუალოდ 4.90 ნიშნულით მე-2 ადგილზეა.