ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიო პარატაეკვონდოს გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა.
K44 კლასში, 52 კგ წონით კატეგორიაში, ჯაფარიძემ ფინალურ შეხვედრაში უზბეკი უმიდა მამარაჯაბოვა 2:0 დაამარცხა. ქართველმა პარაათლეტმა ორივე რაუნდი დიდი უპირატესობით მოიგო - 10:2 და 13:5.
მსოფლიო გრანპრის ფინალი პარატაეკვონდოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებაა, სადაც ანა ჯაფარიძის მონაწილეობა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.