ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

UFC 317 - ორი სატიტულო დაპირისპირება ლას ვეგასში
ქართულიქართული
UFCUFC

UFC 317 - ორი სატიტულო დაპირისპირება ლას ვეგასში

10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ყოველწლიური საერთაშორისო საბრძოლო კვირა ყოველთვის ერთ-ერთი უდიდესი და ვარსკვლავებით ყველაზე მეტად დატვირთული ღონისძიებაა UFC-ში.


UFC 317-ზე წლის ერთ-ერთ საუკეთესო შემადგენლობას ვნახავთ, რომელსაც ორი სატიტულო ბრძოლა დაამშვენებს.


ილია თოფურია vs ჩარლზ ოლივეირა



ღონისძიების მთავარი ბრძოლა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის გაიმართება, რომლებიც მსუბუქი წონის ვაკანტური ტიტულისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.


თოფურია ზედა წონაში ადის მას შემდეგ, რაც 2024 წელს ქვემსუბუქ დივიზიონში ჯერ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან მეორე რაუნდის ნოკაუტით ტიტული მოიპოვა, მერე კი მაქს ჰოლოუეისთან მესამე რაუნდის ნოკაუტით ქამარი წარმატებით დაიცვა.


ახლა 28 წლის დაუმარცხებელი მებრძოლი ზედა დივიზიონში კიდევ ერთ საჩემპიონო გამარჯვებას უმიზნებს და შეეცდება იმ 9 მებრძოლს შეუერთდეს, რომელთაც UFC-ის ქამაქრი ორ წონაში აქვთ მოპოვებული.


ოლივეირაც ოქტაგონზე ისტორიაში მისი სახელის ჩასაბეჭდაც შეაბიჯებს. მას შეუძlია გახდეს პირველი მებრძოლი, რომელიც UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ტიტულს 2-ჯერ მოიგებს.


გასულ წელს, "დუ ბრონქსი" UFC 300-ზე არმან ცარუკიანთან დამარცხდა გადაწყვეტილებით, შემდეგ კი UFC 309-ზე მაიკლ ჩენდლერს სძლია დომინანტური გადაწყვეტილებით. ჩარლზი დონალდ სერონესა და ანდრეი არლოვსკისთან ერთად UFC-ის ისტორიაში მეორე ადგილზეა გამარჯვებების რაოდენობით.


ამ ბრძოლის წინ უამრავი კითხვა ისმის: როგორ გაუმკლავდება თოფურია ზედა წონაში ასვლას და როგორ შეხვდება ამ დაპირისპირებას ყოფილი ჩემპიონი ოლივეირა? ამ ყველაფრის პასუხს 29 ივნისის დილას გავიგებთ.


ალექსანდრე პანტოჟა vs კაი კარა-ფრანსი



The Ultimate Fighter-ის მეოთხედფინალში შეხვედრიდან 9 წლის შემდეგ, ალექსანდრე პანტოჟა და კაი კარა-ფრანსი მეორედ ერთმანეთს UFC 317-ის კო-მეინ ივენთზე შეხვდებიან და ამჯერად გამარჯვებული უმსუბუქესი წონის ჩემპიონი გახდება.


პანტოჟამ ტიტული ბრენდან მორენოსგან ორი წლის წინ საერთაშორისო საბრძოლო კვირაზე გადაიბარა, როცა მექსიკელი UFC 290-ზე გადაწყვეტილებით დაამარცხა. მას შემდეგ 35 წლის ბრაზილიელს ტიტულის 3 წარმატებული დაცვა დაუგროვდა, მათ შორის ბოლო კი იაპონელ კაი ასაკურასთან, გასული წლის დეკემბერში, UFC 310-ზე.


კარა-ფრანსს UFC-ში მეორე საჩემპიონო შანსი ეძლევა, პირველად ის უმსუბუქესი წონის დროებითი ტიტულისთვის ბრენდონ მორენოს დაუპირისპირდა UFC 277-ზე. ბოლოს მძიმე დარტყმის მქონე მაორი ოქტაგონზე სტივ ერცეგი დაამარცხა და სატიტულო ბრძოლის ბილეთი მოიპოვა.


მათი პირველი ბრძოლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მაშინდელ შედეგს ახლა დიდი წონა არ ექნება, თუმცა აღსანიშნავია, რომ პანტოჟამ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.


ეს დაპირისპირება კლასიკური "გრეპლერი სტრაიკერის წინააღმდეგ" წყვილია.


მეინ ქარდი


ილია თოფურია vs ჩარლზ ოლივეირა

ალექსანდრე პანტოჟა vs კაი კარა-ფრანსი

ბენილ დარიუში vs რენატო მოიკანო

ბრენდონ როივალი vs ჯოშუა ვანი

პეიტონ ტალბოტი vs ფელიპე ლიმა


პრელიმები


ჯეკ ჰერმანსონი vs გრეგორი როდრიგესი

ჰაიდერ ამილი vs ხოსე დელგადო

ვივიან არაუხო vs ტრეისი კორტესი

ტერანს მაკკინი vs ვიაჩესლავ ბორშჩევი

ჯონატა დინიზი vs ელვინ ჰაინსი

ნიკო პრაისი vs ჯეიკობ სმიტი

სედრიკეს დუმასი vs ჯექსონ მაკვი


პრელიმები 29 ივნისს, 03:00 საათზე დაიწყება, მეინ ქარდი კი - 06:00 საათზე.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩარლზ ოლივეირა
ილია თოფურია
MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჯონსის წასვლის შემდეგ - ორი ქართველი P4P რეიტინგის სამეულში

•ქართული

ქართული

ჯონსის წასვლის შემდეგ - ორი ქართველი P4P რეიტინგის სამეულში
•ქართული

ქართული

თოფურია: "არ ვფიქრობ, რომ მახაჩევი გამირბის"

•ქართული

ქართული

თოფურია: "არ ვფიქრობ, რომ მახაჩევი გამირბის"
•ქართული

ქართული

"ილოცე, რომ ჩარლზს არაფერი მოუვიდეს", - ცარუკიანმა თოფურიას უპასუხა

•ქართული

ქართული

"ილოცე, რომ ჩარლზს არაფერი მოუვიდეს", - ცარუკიანმა თოფურიას უპასუხა
•ქართული

ქართული

თოფურია: "ოლივეირა უნდა გამოცხადდეს, დანარჩენს მე მივხედავ"

•ქართული

ქართული

თოფურია: "ოლივეირა უნდა გამოცხადდეს, დანარჩენს მე მივხედავ"
•ქართული

ქართული

News image

15 სთ წინ

ჯონსის წასვლის შემდეგ - ორი ქართველი P4P რეიტინგის სამეულში

News image

15 სთ წინ

თოფურია: "არ ვფიქრობ, რომ მახაჩევი გამირბის"

News image

41 წთ წინ

"ილოცე, რომ ჩარლზს არაფერი მოუვიდეს", - ცარუკიანმა თოფურიას უპასუხა

News image

15 სთ წინ

თოფურია: "ოლივეირა უნდა გამოცხადდეს, დანარჩენს მე მივხედავ"