სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უკრაინის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები - გეორგი ბუშჩანი (დინამო კიევი), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა), ანდრეი ლუნინი (რეალი)
მცველები - მიკოლა მატვიენკო, იუხიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (შახტარი), ოლექსანდრ ტიმჩუკი (დინამო კიევი), ბოგდან მიხაილიჩენკო (ჟიტომირი), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი), ილია ზაბარნი (ბორნმუთი), მაქსიმ ტალოვიეროვი (ლასკი)
ნახევარმცველები - მიკოლა შაპარენკო, ვოლოდიმირ ბრაჟკო, ვლადისლავ კაბაიევი, ოლექსანდრ პიხალიონოკი (დინამო კიევი), ტარას სტეპანენკო, გეორგი სუდაკოვი, დმიტრო კრისკივი, ოლექსანდრ ზუბკოვი (შახტარი), ოლექსი ჰუცულიაკი (ჟიტომირი), მიხაილო მუდრიკი (ჩელსი), ვიქტორ ციგანკოვი (ჟირონა)
თავდამსხმელები - არტემ დოვბიკი (რომა), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი), ვლადისლავ ვანატი (დინამო კიევი)
11 ოქტომბერს უკრაინის ნაკრები პოლონეთში საქართველოს დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი მათი მეტოქე ასევე პოლონეთში ჩეხეთის ნაკრები იქნება.
ერთა ლიგის ჯგუფში უკრაინელებმა ორივე მატჩი წააგეს. რებროვის გუნდი ალბანეთთან 1-2, ჩეხეთთან კი 3-2 დამარცხდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები