სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვალენსიას ახალი მეკარის სტოლე დიმიტრიევსკის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტია, რომელშიც თანხად 3 მილიონი ევროა მითითებული.
იმ შემთხვევაში, თუ მამარდაშვილი ამ ზაფხულს ვალენსიაში დარჩება, დიმიტრიევსკის კონტრაქტში აღნიშნული პუნქტის გააქტიურება შესაძლებელი გახდება და მას სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე გუნდის დატოვება შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილო მაკედონიელი მოთამაშე ღამურებს სულ ცოტა ხნის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და, რა თქმა უნდა, ჯერ ახალ გუნდში ერთი მატჩიც არ აქვს ჩატარებული.
დიმიტრიევსკი მამარდაშვილის წასვლის შემთხვევაში მის შემცვლელად მიიჩნეოდა, თუმცა, როგორც ჩანს, გიორგის ტრანსფერი ისეთი აშკარა აღარ არის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი