VIDEO: 2 მატჩი, 2 მოგება - ოლისეს საოცარი გოლი და ზიდანის იდეალური სტარტი
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის მეორე ტურში საფრანგეთმა სტუმრად ბელგია 1:0 დაამარცხა.
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების სათავეში თავისი მეორე მატჩი გამართა და ანალოგიური ანგარიშით გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
თუ პირველ ტურში თურქეთთან ერთადერთი გოლის ავტორი კილიან მბაპე გახდა, რომელმაც ტრავმა მიიღო და სანაკრებო პაუზა ნაადრევად დაასრულა, დღეს გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე მაიკლ ოლისემ შეაგდო და ზიდანს იდეალური სტარტი აჩუქა.
2 ტურის შედმეგ საფრანგეთი ჯგუფს 6 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, ბელგია კი იტალიასთან გამარჯვების ხარჯზე (3 ქულა) მეორე ადგილს იკავებს.