VIDEO: 2 ტაიბრეიკი - იანიკ სინერმა მედვედევს ბრძოლაში მოუგო
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინდიან უელსის 1000-ქულიან მასტერსზე კაცთა ფინალური მატჩი შედგა.
გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი, იანიკ სინერი და მე-10 ნომერი, დანილ მედვედევი დაუპირისპირდნენ.
მატჩი დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა და იტალიელის გამარჯვებით 2 სეტში (7-6, 7-6) დასრულდა. მიუხედავად 2 სეტში დასრულებისა, სინერს 2 ტაიბრეიკის მოგება ბრძოლაში მოუწია.
მე-2 ტაიბრეიკს იტალიელი 0-4 აგებდა, თუმცა ზედიზედ 7 ქულა მოიგო და მე-3 სეტი აღარ გახდა საჭირო. იანიკ სინერმა ინდიან უელსი კარიერაში პირველად მოიგო, თანაც ეს სეტის წაუგებლად გააკეთა. სულ კი 24 წლის იტალიელისთვის ეს კარიერაში 25-ე ტიტულია.
სინერი გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ჰარდის საფარის ყველა ტიტული მოიგო, ეს ჯამში მისი მე-6 მასტერსის ტიტულია.
იტალიელმა ჩემპიონობის გზაზე სვცინა, შაპოვალოვი, ფონსეკა, ტიენი, ზვერევი და მედვედევი დაასახელა.