-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში ვალენსიამ მესტალიაზე ატლეტიკოს უმასპინძლა. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი.
შეხვედრაში ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა. სტუმრები ხულიან ალვარესმა დააწინაურა.
12' ალვარესი (0-1)
30-ე წუთზე არგენტინელმა დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა, მადრიდელებმა კი პირველი ტაიმი 0-2 მოიგეს.
30' ალვარესი (0-2)
თამაშის ბოლოსკენ როხიბლანკომ მე-3 გოლის გატანაც მოახერხა. თავი შეცვლაზე შემოსულმა ანხელ კორეამ გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც (0-3) დააფიქსირა.
86' კორეა (0-3)
ატლეტიკოსთვის ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, სიმეონეს გუნდი ლაივ ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა, ვალენსია კი 23 ქულით გასავარდნ ზონაში რჩება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები