VIDEO: ბერგამოული ქამბექი დორტმუნდს - ატალანტა 1/8 ფინალში ბოლო წამებზე გატანილი პენალტით გავიდა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბერგამოს ატალანტამ ბორუსია დორტმუნდს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის განმეორებით მატჩში 2-ბურთიანი სხვაობა დაუქამბექა და 1/8 ფინალში გავიდა.
იტალიელები 75-ე წუთისთვის, სკამაკას, ძაპაკოსტასა და პაშალიჩის გოლებით, 3:0-ს იგებდნენ, რა დროსაც შეცვლაზე შესულმა კარიმ ადეიემიმ სხვაობა შეამცირა და ორი თამაშის ჯამში ანგარიში გაათანაბრა.
გადამწყვეტი მომენტი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე დადგა - რამი ბენსებაინიმ საჯარიმოში წესი დაარღვია, პენალტი ზუსტად ლაზარ სამარჯიჩმა შეასრულა და ლა დეა 1/8 ფინალში გაიყვანა, 2024 წლის ფინალისტი კი ტურნირს გამოთიშა.
2018-19 წლების სეზონის შემდეგ, ატალანტა პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2-ბურთიანი წაგების შემდეგ ორრაუნდიანი ბრძოლა მოიგო.
აღსანიშნავია ისიც, რომ დორტმუნდმა ისტორიაში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგაზე ისეთი საპლეიოფო დაპირისპირება, რომლის პირველი თამაში 2-ბურთიანი სხვაობით ჰქონდა მოგებული.
ატალანტა 1/8 ფინალურ ეტაპზე არსენალს ან ბაიერნს შეხვდება - ეს პარასკევს გასამართი წილისყრისას გაირკვევა.