-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი შარლოტ ჰორნეტსს დაუპირისპირდა 84-95 დაამარცხა.
პარკეტზე 21 წუთი გაატარა გოგა ბითაძემ, რა დროშიც ქართველმა 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩში საუკეთესო ლამელო ბოლი იყო, რომელმაც აქტივში 44 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, თუმცა მისი ეს პერფორმანსი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ორლანდოს კვლავ ფრანც ვაგნერმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულასთან ერთად 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მეჯიქს 19 მატჩში 12 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები