სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქმა ბრუკლინ ნეტსი 100-92 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა, 13 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა.
ქართველმა თამაშიდან 6-დან 4 ბურთი ჩააგდო, საჯარიმოებიდანაც 6-დან 4.
ორლანდოს ფრანც ვაგნერმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 9 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მეჯიქს 22 მატჩში 15 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. ბითაძის გუნდს მხოლოდ კლივლენდი და ბოსტონი უსწრებენ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები