სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ორლანდო მეჯიქი ფინიქს სანსს დაუპირისპირდა და 99-109 დაამარცხა.
31 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც ამ სეზონში მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა. ქართველმა 17 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. ეს ორლანდოს შემადგენლობაში გოგას ქულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ორლანდოს ლიდერობას კვლავ აგრძელებს ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ფრანც ვანერი, რომელმაც 32 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
მეჯიქმა ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო, ჯამში კი 15 თამაშში 9 გამარჯვებით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები