VIDEO: ინდიან უელსზე ავსტრალიის ქალთა ფინალი მეორდება
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინდიან უელსის 1000-ქულიან მასტერზე ქალთა ფინალური წყვილი გაირკვა.
პირველ ნახევარფინალურ მატჩში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, არინა საბალენკა ჩეხ ლინდა ნოსკოვას დაუპირისპირდა და საათნახევარში, 2 სეტში (6-3, 6-4) დაამარცხა.
მეორე ნახევარფინალში კი რეიტინგის უკვე მე-2 ნომერმა, ელენა რიბაკინამ, უკრაინელ ელინა სვიტოლინას ასევე 2 სეტში (7-5, 6-4) აჯობა და ფინალში გავიდა.
საბალენკამ ნოსკოვასთან ერთად ფინალის გზაზე საკუცუმე, კრისტიანი, ოსაკა და მბოკო სეტის წაუგებლად გაიარა. რიბაკინამ კი სვიტოლინასთან ეთად ბაპტისტს, კოსტიუკს, კარტალსა და პეგულას მოუგო.
არინა საბალენკა და ელენა რიბაკინა ბოლოს ერთმანეთს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში შეხვდნენ, სადაც 3 სეტში ყაზახმა იმარჯვა და წლის პირველი გრანდ სლემის ჩემპიონი გახდა.