VIDEO: ინდიან უელსზე კაცთა ფინალური წყვილი გაირკვა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინდიან უელსის 1000-ქულიან მასტერზე კაცთა ფინალური წყვილი გაირკვა.
პირველ ნახევარფინალურ მატჩში მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი, იანიკ სინერი, მე-4 ნომერ ალექსანდერ ზვერევს დაუპირისპირდა. შეხვედრა 1 საათი და 24 წუთი გაგრძელდა, იტალიელმა გერმანელს 2 სეტში (6-2, 6-4) მოუგო და ტურნირის ფინალში გავიდა.
მეორე მატჩში რეიტინგის ლიდერი, კარლოს ალკარასი, დანილ მედვედევს შეხვდა და 2026 წლის პირველი მარცხი განიცხადა. შეხვედრა 1 საათი და 38 წუთი მიმდინარეობდა და რუსმა ესპანელს 2 სეტში (6-3, 7-6) სძლია, რითიც მისი 16-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა.
მედვედევმა ფინალის გზაზე ტაბილო, ბაესი, მიკელსენი, დრეიპერი და ალკარასი დაამარცხა, სინერმა კი სვრცინას, შაპოვალოვს, ფონსეკას, ტიენსა და ზვერევს აჯობა.
ინდიან უელსის ფინალში იტალიელისა და რუსის დაპირისპირება შედგება. მატჩი 16 მარტს, 01:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი ქალთა ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს არინა საბალენკა და ელენა რიბაკინა დაუპირისპირდებიან.