VIDEO: მორიგი განადგურებული მეტოქე - ბარსელონას უდანაკარგო სვლა გრძელდება
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-8 ტურში ბარსელონამ ხეტაფე 3:0 გაანადგურა.
სადებიუტო გოლი ბარსას რიგებში ენტონი გორდონმა მატჩის მე-2 წუთზევე გაიტანა. თავის გამოჩენა მოახერხა ასევე გაბი ჟესუსმაც, საბოლოო ანგარიში კი ჟულ კუნდემ დააფიქსირა.
ბარსელონამ 8 შესაძლოდან მე-8 მატჩი მოიგო, 24 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ ატლეტიკოს 5 ქულით უსწრებს, ხეტაფე კი, რომელიც კონფერენს ლიგის ფარგლებში სულ მალე იბერიასთან სათამაშოდ თბილისშიც ჩამოვა, 8 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.