მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე ლესტერი მიიღო და 1-0 დაამარცხა.
შეხვედრის გადამწყვეტი გოლი მე-60 წუთზე მარკ კუკურელიამ გაიტანა და ლონდონელებს 3 ქულა მოუტანა.
თამაშში კიდევ ერთი აღსანიშნავი რამ მოხდა. 22-ე წუთზე კოულ პალმერმა პენალტი ვერ გამოიყენა.
საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა ინგლისელს აქამდე პრემიერ ლიგაში 12-დან 12 პენალტი ჰქონდა გატანილი, ეს კი მისი პირველი გაფუჭებული თერთმეტმეტრიანია.
ამ გამარჯვებით ჩელსის 49 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მანჩესტერ სიტის გადაუსწრო. მარესკას გუნდი მე-4 ადგილზეა.
22' პალმერის გაფუჭებული პენალტი
60' კუკურელია 1-0
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები