VIDEO: რევანში შედგა - არინა საბალენკა ინდიან უელსის ჩემპიონია
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინდიან უელსის 1000-ქულიან მასტერსზე ქალთა ფინალური მატჩი შედგა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო ფინალი განმეორდა, სადაც ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, არინა საბალენკა და ელენა რიბაკინა დაუპირისპირდნენ.
ავსტრალიურ ფინალში ყაზახმა იმარჯვა და წლის პირველ გრანდ სლემს დაეუფლა, ახლა კი ბელარუსმა ჩოგბურთელმა რევანში აიღო და ორსაათნახევრიან ბრძოლაში მეტოქე 3 სეტში (3-6, 6-3, 7-6) დაამარცხა.
არინა საბალენკამ ინდიან უელსი კარიერაში პირველად მოიგო, სულ კი ეს მისი მე-10 მოგებული მასტერსია, ხოლო ჯამში მას 23 კარიერული ტიტული დაუგროვდა.
ჩემპიონობის გზაზე საბალენკამ რიბაკინასთან ერთად საკაცუმე, კრისტიანი, ოსაკა, მბოკო და ნოსკოვა დაამარცხა, ფინალამდე კი ის სეტის წაუგებლად მივიდა.