VIDEO: როგორ გაიხსნა ეროვნული ლიგის 29-ე დაძაბული ტური?
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში წყალტუბოს სამგურალმა 26 მაისის არენაზე, ტყიბულის მეშახტეს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გახსნეს. მეკარის მიერ მოგერიებული ბურთი ზუსტი დარტყმით კარში ირაკლი სირაძემ გადაგზავნა.
მატჩის 57-ე წუთზე სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა: მთავარმა არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის ტყიბულელთა ფეხბურთელი, ლაშა უგრეხელიძე მოედნიდან გააძევა.
კაცნაკლულ მეტოქესთან სამგურალმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და 77-ე წუთზე კლაუდიო სებოლინიას გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გამარჯვების შემდეგ სამგურალს 38 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება ტყიბულის მეშახტეს, გუნდი სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე 17 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა და უახლოეს კონკურენტ სპაერს 9 ქულით ჩამორჩება.