სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვილი სანიოლმა ლუქსემბურგთან გამარჯვების შემდეგ მოთამაშეებს მიმართა.
"ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ტაიმი დარჩა. დღეს, კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ, ხუთ დღეში მეორე ნახევარი გველის."
"რასაც ამ წუთიდან სამშაბათამდე გააკეთებთ, ყველაფერს ექნება როგორც დადებითი ისე უარყოფითი გავლენა. თუ კარგად ვერ გამოიძინებთ, სწორად არ იკვებებით, ვარჯიშზე არ დაიხარჯებით, ეს გავლენას მოახდენს სამშაბათის თამაშზე."
"თქვენგან ზუსტად იგივეს ველი, რასაც ორშაბათიდან აკეთებთ. ისევ ისე კონცენტრირდით თქვენს საქმეზე. გამორთეთ ტელეფონები, რათა დაიცვათ საკუთარი თავი გარემოსგან. ყველა ბედნიერია, აღელვებულია და ეს ბუნებრივია, ქვეყანამ უნდა იგრძნოს ეს, მაგრამ თქვენ, ფეხბურთელებს სამშაბათს საქმე გაქვთ გასაკეთებელი."
"დღეს გულშემატკივარი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ მსოფლიო თასის მოგებაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ეს არ დაგვეხმარება. ერთადერთი რამ, რაც დაგვეხმარება არის თქვენი მიდგომა, მუშაობა და კონცენტრაცია სამშაბათზე."
26 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას საბერძნეთთან შეეცდება.
კომენტარები