მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრები პოლონეთს შეხვდა.
გუნდებს შორის ძირითადი დრო ფრედ 1-1 დასრულდა, ქართველების მხრიდან გოლი ლაშა ფოფხაძემ გაიტანა.
პენალტების სერიაში საქართველომ მეტოქე დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.
პოლონეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი კოკა სეფიაშვილი დასახელდა, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე უკრაინას დაუპირისპირდა, რომელმაც პორტუგალია 3-1 დაამარცხა.