-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC 308-ის მოახლოებასთან ერთად MMA-ს სამყაროს ყურადღება აბუ დაბისკენ არის მიმართული, სადაც ღონისძიებისთვის ოფიციალური მზადება უკვე დაწყებულია.
მთავარი თემა, რა თქმა უნდა, UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩმეპიონო ბრძოლაა, რომელიც ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის გაიმართება. აბუ დაბიში ჩავიდა ალექს ვოლკანოვსკიც, რომელიც თებერვალში სწორედ თოფურიასთან დამარცხდა საჩემპიონო ორთაბრძოლაში და ქამარიც დაკარგა, ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი კი ქართველი მებრძოლი გახდა.
თოფურია და ვოლკანოვსკი აბუ დაბიში ერთმანეთს შეხვდნენ, რამაც, რა თქმა უნდა, გარშემო მყოფი კამერების დიდი ყურადღება მიიქცია.
ვიდეო: თოფურიები, დვალიშვილი, ქუთათელაძე - ქართველების შეხვედრა აბუ დაბიში
It’s all respect between Ilia Topuria and Alexander Volkanovski 🤝
— Championship Rounds (@ChampRDS) October 22, 2024
🎥 @alexvolkanovski #UFC308 #UFC #MMA pic.twitter.com/2FEeYZjgQr
UFC 308 26 ოქტომბერს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები