სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-11 ტურში ვალენსია ხეტაფეს ესტუმრა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.
36-ე წუთზე ანგარიში ვალენსიელთა მხრიდან ენცო ბარენეჩეამ გახსნა. ღამურები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოოდ კინაღამ წააგეს.
90-ე წუთზე მამარდაშვილის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც მაურო არამბარიმ შეასრულა ზუსტად.
95-ე წუთზე კი მასპინძლებს მოგებაც შეეძლოთ, თუმცა ქართველმა მეკარემ ახლო მანძილიდან დარტყმული ზედიზედ ორი ბურთი საოცრად მოიგერია და ვალენსიას ამ თამაშში ქულა დაუტოვა.
😵💫 ¡Lo de Mamardashvili es DE LOCOS!#LALIGAHighlights | #LALIGAEASPORTS pic.twitter.com/La3VgtKEIo
— LALIGA (@LaLiga) October 27, 2024
გულშემატკივრები ამ მოგერიებას უკვე წლის ერთ-ერთ საუკეთესო სეივადაც ასახელებენ. მამარდაშვილმა ხეტაფესთან 4 მოგერიება დააგროვა, Sofascore-სგან კი 7.4 შეფასება დაიმსახურა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელია.
11 ტურის შემდეგ ვალენსია 7 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზე რჩება და უსაფრთხო ზონას 3 ქულით ჩამორჩება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები