უეფას ევროპა ლიგის ახალი სეზონის დაწყების წინა Opta-მ სუპერკომპიუტერის პროგნოზი გამოაქვეყნა.
სუპერკომპიუტერის გამოთვლებით 2025-26 წლების სეზონის მთავარი ფავორიტი ასტონ ვილაა, რომლის ჩემპიონობაც 23.3%-ით არის შეფასებული
1. ასტონ ვილა - 23.3%
2. რომა - 13%
3. ნოტინგემი - 10.2%
4. ლილი - 8.1%
5. ლიონი - 6.7%
6. ბოლონია - 5.7%
7. პორტუ - 5.3%
8. ფეიენოორდი - 5.1%
9. შტუტგარტი - 3.2%
10. ბეტისი - 3.1%
ევროპა ლიგის 9 მატჩი დღეს, ხოლო მეორე 9 მატჩი ხვალ გაიმართება.
ახალ სეზონს ქართველი ფეხბურთელების გუნდები გახსნიან. გრაცის შტურმი დანიაში მიდტიულანდს ესტუმრება, ბერძნული პაოკი კი შინ მაკაბი თელ ავივს მიიღებს.
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ გუნდს ოჯახური მიზეზის გამო გამოაკლდა, ლუკა გუგეშაშვილი კი პაოკის სათადარიგო მეკარედ განიხილება.
