მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტისთან მატჩის შემდეგ მადრიდის რეალის შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა კომენტარი გააკეთა.
"სიტის გულშემატკივრების ბანერი ვნახე და ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა. როცა მეტოქის ფანები ასეთ რაღაცებს აკეთებენ, ეს უფრო მეტ ძალას მაძლევს, რომ კარგად ვითამაშო.
ასახსნელად რთულია რა ხდება ხოლმე, როცა რეალი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. მაგრამ შეგიძლიათ, ნახოთ, რომ ჩვენ მოგება გვსურს. ეს არის მისია და გეგმა." - განაცხადა ბრაზილიელმა.
რეალმა ეტიჰადზე სიტი 2-3 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი სწორედ ვინისიუსი დასახელდა.
ფოტო: "გეყოფა ტირილი", - მან სიტის ფანები ვინისიუსს როდრის ბანერით დახვდნენ
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები