Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მესამე სათამაშო დღის ადრეული ორივე მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
ლევერკუზენმა ნიდერლანდებში ფეიენოორდი 0-4 გაანადგურა. გერმანელებმა ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს და საქმე მოამთავრეს.
მე-5 წუთზე ანგარიში ფლორიან ვირცმა გახსნა, 30-ე წუთზე ლევერკუზენის ცნობილი ფლანგური დუეტი ამოქმედდა და ჯერემი ფრიმპონგის პასის შემდეგ ალექს გრიმალდომ გაზარდა ორამდე სხვაობა.
აქედან 6 წუთში ფრიმპონგმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა და ფლორიან ვირცმა დუბლი შეასრულა თავის პირველ ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში. 45-ე წუთზე კი მასპინძლებმა მე-4 გოლი გაუშვეს, ამჯერად ავტოგოლი ველენროიტერს ჩაეთვალა.
ბუნდესლიგის ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგაზე ხმაურიანი განაცხადით დაიწყეს.
პარალელურად მიმდინარე მატჩში კი ბენფიკამ ბელგრადში ცრვენა ზვეზდა 1-2 დაამარცხა. პორტუგალიური გუნდიდან ორივე გოლი თურქმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. მე-9 წუთზე ქერემ აქთიურქოღლუმ გახსნა ანგარიში, 29-ე წუთზე კი ორქუნ ქიოქჩუმ გაზარდა სტუმართა უპირატესობა.
86-ე წუთზე მილსონმა შეამცირა სხვაობა, თუმცა ცრცვენა ზვეზდამ მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და 3 ქულა ბენფიკას დარჩა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები