-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა პროგნოზს აკეთებს.
"ვფიქრობ, მერაბისკენ გადავიხრები. ეს რთული ბრძოლა იქნება მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემპიონია. უმარი ძალიან რთული მეტოქეა, რადგან მას კარგი ჭიდაობა, სტრაიკინგი და გრეპლინგი აქვს.
თუმცა უმარს ასეთი წნეხი არასდროს უგრძვნია. მერაბის კარდიო, ის სახეზე მოდის მუდმივად და გირტყამს. არ აინტერესებს, თეიქდაუნს აიღებს თუ არა, როცა დაღესტნელები ზედმეტად არ მოძრაობენ ხოლმე.
მე მერაბისკენ გადავიხრები, მაგრამ ვფიქრობ, ეს მისთვის ძალიან რთული ბრძოლა იქნება. შემიძლია წარმოდგენა, როგორ დომინირებს უმარი პირველ რაუნდებში, შემდეგ მერაბი სიტუაციას ატრიალებს და მას ანელებს.
უმარს უფრო მეტი გზა აქვს ამ ბრძოლის მოგების, მერაბს კი მხოლოდ გადაწყვეტილებით შეუძლია ეს, მე კი მერაბის გადაწყვეტილებით მოგებას ვირჩევ." - განაცხადა ავსტრალიელმა მებრძოლმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები