სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სეზონის მე-3 გრენდ სლემის, უიმბლდონის ფინალში მოქმედმა ჩემპიონმა კარლოს ალკარას გარფიამ ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.
ალკარასი - ჯოკოვიჩის ფინალი უიმბლდონზე ზედიზედ მეორე სეზონში შედგა - შარშან ესპანელმა გამარჯვებას ხუთ სეტში მიაღწია და ნოვაკი თავის რევანშს უმიზნებდა.
თუმცა, ესპანელის საოცარი თამაშის დამსახურებით, რევანში არ შედგა - ალკარასმა 2 საათსა და 30 წუთში და სამ სეტში, 6:2 6:2 7:6 (4) იმარჯვა და გრენდ სლემი კარიერაში მეოთხედ მოიგო.
პირველი ორი სეტი ესპანელის სრული დომინაციით წარიმართა, მესამე სეტში 5:4-ზე ალკარასი მატჩზე აწვდიდა და 40:0-ც ჰქონდა, თუმცა ნოვაკმა საოცარი სერია გამოაცხო და ბრეიკი შეასრულა, რის ხარჯზეც თამაში ტაი-ბრეიკამდე მივიდა.
თუმცა, ტაი-ბრეიკზე ესპანელი უკეთესი აღმოჩნდა და ნოვაკი უიმბლდონზე ზედიზედ მეორედ დაამარცხა.
21 წლის ასაკში, ესპანელისთვის ეს მე-4 მოგებული გრენდ სლემია, ჯერჯერობით მას ასეთი დონის ტურნირზე ფინალი არასდროს არ წაუგია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები