მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საუდის არაბეთში გამართული საჩვენებელი ტურნირი "მეფეების სლემი" დასრულდა.
აღნიშნულ ტურნირს ისტორიულად დიდი საპრიზო თანხა ჰქონდა - გამარჯვებულისთვის 6 მილიონი დოლარი გამოიყო. შედარებისთვის, 4 გრენდ სლემიდან ყველაზე დიდი საპრიზო თანხა გამარჯვებულს ამერიკის ღია პირველობაზე გადაეცემა (3.6 მილიონი დოლარი).
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სეზონის ორი საუკეთესო ჩოგბურთელი, იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი დაუპირისპირდნენ და საუდის არაბეთის პუბლიკას შოუ აჩუქეს.
პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე ესპანელმა წაიღო, რომელმაც საწყის გეიმებში საკუთარი მოწოდება დათმო და 1:3-ს მარცხდებოდა, თუმცა საბოლოოდ საქმე საჩოგბურთო ლატარეამდე მიიყვანა, სადაც მეტოქეს 7:5 აჯობა.
მეორე და მესამე სეტი კი იტალიელმა ერთნაირი ანგარიშით, 6:3, 6:3 მოიგო და მეფეების სლემის გამარჯვებულიც გახდა.
ცნობისთვის, უბრალოდ მონაწილეობისთვის ჩოგბურთელებმა: რაფა ნადალმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, იანიკ სინერმა, კარლოს ალკარასმა, ჰოლგერ რუნემ და დანილ მედვედევმა 1.5 მილიონი დოლარი მიიღეს.
მე-3 ადგილი ნოვაკ ჯოკოვიჩს ერგო, რომელმაც ლეგენდარულ დაპირისპირებაში რაფა ნადალს 6:2 7:6 აჯობა.
ტურნირის ფორმატი ასე გამოიყურებოდა: ნადალმა და ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში ადგილი პირდაპირ მიიღეს, დანარჩენები კი ერთმანეთს 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში შეხვდნენ.
საბოლოოდ, ნახევარფინალში სინერი - ჯოკოვიჩი და ალკარასი ნადალი მივიღეთ, სადაც გამარჯვება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს შეხვდათ, რომლებმაც დღეს რიადის კორტებზე შეკრებილ პუბლიკას ნამდვილი სანახაობაც აჩუქეს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები