მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მორიგი საჩოგბურთო სეზონი ზედიზედ ორი გამარჯვებით გახსნა.
31 დეკემბერს სერბმა ჩოგბურთელმა ბრისბენის ტურნირის 1/16 ფინალში იტალიელ ჰიჯიკატას ორ სეტში, 6:3 6:3 მოუგო და სხვა ვეტერანზე, ფრანგ გაელ მონფილსზე გავიდა.
ორი ვეტერანის დაპირისპირება დღეს, 2 იანვარს გაიმართა და ნოვაკმა თავისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს იგივე ანგარიშის, 6:3 6:3 საათსა და 14 წუთში მოუგო.
საინტერესოა, რომ ნოვაკის და მონფილსის გზები საჩოგბურთო კორტზე მეოცედ გადაიკვეთა და ნოვაკმა მეტოქეს არცერთი მატჩი არ დაუთმო - დღევანდელი მატჩის შემდეგ, სერბი ურთიერთშეხვედრებს 20:0 იგებს.
1/4 ფინალში ამ ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ნოვაკის მეტოქე ამერიკელი გიგანტი, რაიან ოპელკა იქნება, რომელიც თავის მხრივვ ამ მატჩამდე ასევე სეტწაუგებლად მოვიდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები