მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
სეზონის პირველი ტურნირის, ბრისბენის 1/4 ფინალში ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკელ გიგანტ რაიან ოპელკასთან დამარცხდა.
შეხვედრა 1 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა და ოპელკას გამარჯვებით 7:6 (6) 6:3 დასრულდა.
მთელ მატჩში ნოვაკს მეტოქის მოწოდების მოგების 1 შანსი ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენება ვერ მოახერხა. თავის მხრივ, ოპელკამ ნოვაკის მოწოდება 5 შანსიდან 1-ხელ მოიგო, რაც მისთვის მე-2 სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
შემდეგი ტურნირი ნოვაკისთვის უკვე ავსტრალიის ღია პირველობა იქნება, რომელიც 13 იანვარს დაიწყება და 27-მდე გაგრძელდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები