8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლიგა 1-ს მე-2 ტურში ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენი სტუმრად ლილთან განადგურდა.
მატჩის მე-6 წუთზე ზურიკო საჯარიმოში შეიჭრა, რა დროსაც მცველები მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზურიკომ თავადვე შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა.
სამწუხაროდ, სენტ ეტიენისთვის ეს ამ მატჩის ერთადერთი ნათელი წერტილი აღმოჩნდა - 32-ზე ჯონათან დევიდმა ასევე პენალტით აღადგინა წონასწორობა, 48-ზე კი ბატუბინსკას უხეშობის გამო სტუმრები 10 კაცით დარჩნენ და სასურველი ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
დარჩენილ დროში მასპინძლებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და საერთო ანგარიშით 4:1 მოიგეს.
დავითაშვილმა მოედანზე 87 წუთი გაატარა, რის შემდეგაც შეცვალეს. ქართველმა მეკარის შემდეგ თავის გუნდში საუკეთესო (7.3) შეფასება მიიღო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები