Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებლად ორ თამაშს გამართავს.
ჩვენი გუნდი 23 ივნისს იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩს იტალიის ქალაქი ტრენტო უმასპინძლებს.
28 ივნისს კი საქართველო ლატვიის დედაქალაქ რიგაში ეგვიპტეს დაუპირისპირდება.
ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის მატჩები 2-დან 7 ივლისამდე ჩატარდება.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ფილიპინებთან და ლატვიასთან ერთადაა, საიდანაც ორი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე ბრაზილია-კამერუნი-მონტენეგროს შორის ორ საუკეთესოს შეხვდება, აღნიშნული ოთხეულიდან კი ოლიმპიადაზე ერთი გუნდი იასპარეზებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
1 საათის წინ
2 საათის წინ
26 წუთის წინ
2 საათის წინ