ავსტრიის ჩემპიონატის 25-ე ტურში, საჩემპიონო ჯგუფის მატჩში გრაცის შტურმი ზალცბურგს ეწვია.
თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც თავის გუნდს ულიდერა და დუბლიც შეასრულა.
47-ე წუთზე ქართველმა პენალტის საშუალებით გაათანაბრა ანგარიში (1-1), 70-ე წუთზე კი საჯარიმოს გარედან მარცხენა ფეხით ბრწყინვალედ დაარტყა და 63-ე წუთზე კაცნაკლულად დარჩენილი შტურმი წინ გაიყვანა (1-2).
ამ გამარჯვებით გრაცელებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს და საჩემპიონო ჯგუფს ლიდერობენ.
კიტეიშვილისთვის ეს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-10 და მე-11 გოლები იყო, ამ შედეგით ის საუკეთესო ბომბარდირს 2 გოლით ჩამორჩება.
კიტეიშვილის პენალტი
კიტეიშვილის მე-2 გოლი