VIDEO: დონჩიჩის ისტორიული სამმაგი დუბლი - ლეიკერსმა იუტა დაამარცხა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში იუტა ჯაზი ლოს ანჯელეს ლეიკერსს შეხვდა და 135-143 წააგო.
გამარჯვებულ გუნდს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში - 45 ქულა, 11 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა და 5 ართმევა.
სლოვენიელი გახდა NBA-ის ისტორიაში მე-3 მოთამაშე, რომელმაც 40-ქულიანი სამმაგი დუბლი 5+ართმევით შეასრულა. აქამდე ეს მაიკლ ჯორდანმა და კეიდ კანინგემმა (ამ სეზონში) მოახერხეს.
ასევე დონჩიჩი გახდა ლეიკერსის ისტორიაში მე-2 მოთამაშე, რომელმაც 45-ქულიანი სამმაგი დუბლი შეასრულა და ელჯინ ბეილორის შედეგი გაიმეორა.
ორმაგი დუბლი მიითვალა ლებრონ ჯეიმსმა, რომლის ანგარიშზეც, 28 ქულა, 7 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა იყო.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი 26 მატჩში მოპოვებული 19 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა.