5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში სან ანტონიო სპურსი ლოს ანჯელეს ლეიკერსთან 115-120 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილს სათამაშოდ 6 წუთი მიეცა, რა დროშიც მან 2 მოხსნა დააგროვა.
შეხვედრაში ქულებით გამორჩეული ენტონი დეივისი იყო, რომელმაც 40 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. სან ანტონიოს მხრიდან საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც 28 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
გამოსარჩევია ლებრონ ჯეიმსის სტატისტიკაც, რომელმაც საოცარ ფორმაშია. მეფემ ზედიზედ მე-4 სამმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა, 16 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა.
ლეიკერსი 12 მატჩში 8 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, სან ანტონიო კი 13 შეხვედრაში 6 გამარჯვებით მე-10 პოზიციას იკავებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები