7 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
MLS-ში სტარტი აიღო პლეიოფის სტადიამ, სადაც ატლანტა იუნაიტედი მონრეალს დაუპირისპირდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა საბა ლობჟანიძემ.
პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობა სწორედ ჯორჯიელებმა მოიპოვეს. ლენონისა და გრეგერსენის გოლებით შეხვედრის პირველი ნახევარი 0-2 დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს და მარტინესის დუბლით საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანეს.
თერთმეტმეტრიანებში ატლანტამ 5-4 იმარჯვა, ჯორჯიელებმა ყველა პენალტი ზუსტად შეასრულეს, მონრეალის მხრიდან კი ერთი პენალტი გაფუჭდა.
გადამწყვეტი პენალტი ატლანტას მხრიდან საბა ლობჟანიძემ შეასრულა და თავისი გუნდი პლეიოფის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა, სადაც მათი მეტოქე ლეო მესის ინტერ მაიამი იქნება.
ინტერსა და ატლანტას შორის პირველი მატჩი 26 ოქტომბერს გაიამართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები