ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსიმ პსჟ 3-0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
მატჩის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და საბოლოოდ პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ჩელსის ახალწვეულ ჟოაო პედროს ფიზიკურად დაუპირისპირდა და ყელში სწვდა, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.