ამერიკული MLS-ის მორიგ სათამაშო დღეს ინტერ მაიამი მონრეალს დაუპირისპირდა და 4-2 დაამარცხა.
გამარჯვებული გუნდის მხრიდან დუბლები შეასრულეს ლეო მესიმ და ლუის სუარესმა.
არგენტინელმა და ურუგვაელმა თავიანთ მონაგარს საგოლე პასებიც დაამატეს. ერთი საგოლე გადაცემა მესიზე სერხიო ბუსკეტსმაც შეასრულა.
მესის MLS-ის ამ სეზონში 8 გოლი და 4 ასისტი დაუგროვდა, სუარესს კი - 4 გოლი და 6 ასისტი.
ინტერ მაიამი 15 მატჩის შემდეგ 26 ქულით აღმოსავლეთ კონფერენიაში მე-6 ადგილზეა.