-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ში სან სიროზე გამართული მილანისა და პარმას მატჩის შემდეგ მოედანზე მცირე ინციდენტი მოხდა.
მილანის მთავარი მწვრთნელი, სერჟიო კონსეისაო და გუნდის მოთამაშე, დავიდე კალაბრია ერთმანეთში შეკამათდნენ, მათ შორის ჩადგომა კი სხვა მოთამაშეებსა და სტაფის წევრებს მოუწიათ.
ცოტა ხანში კალაბრიამ ამ მომენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"კონსეისაოსთან კამათი? ეს შიდა ამბავია. ადრენალინი მაღალ დონეზე იყო, მაგრამ ეს გაუგებრობაა. სიტუაციაში გავერკვიეთ და ყველაფერი დასრულდა. ახლა მეცინება, როცა კადრები ვნახე. აქვე ბოდიშს ვიხდი, რადგან ეს კარგი ამბავი არ არის." - განაცხადა იტალიელმა ფეხბურთელმა.
კონსეისაოს მორიგი ქამბექი - მილანმა პარმას ბოლო წუთებზე მოუგო
Here is the video of Conceicao and Calabria arguing with each other pic.twitter.com/tu7PwCsJoB
— WGM 👑 (@WhatGattusoMad) January 26, 2025
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები