VIDEO: მიქაუტაძეს კუთვნილი ჯილდო გადაეცა და შედევრამდე ცოტა დააკლდა
21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში ვილიარეალმა საკუთარ მოედანზე ელჩე მიიღო და 2-1 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან გოლები ბუკანანმა და მოურინიომ გაიტანას, სტუმართა შემადგენლობაში კი ერთი ბურთი ანდრე სილვამ გაქვითა.
ვილიარელის სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და გამორჩეული მომენტიც შექმნა, თუმცა ქართველს შედევრამდე ცოტა დააკლდა.
შეხვედრის დაწყების წინ მიქაუტაძეს თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადაეცა.
27 ტურის შემდეგ ვილიარეალს 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. ამდენივე ქულა აქვს მადრიდის ატლეტიკოსაც, რომელიც მე-3 პოზიციას იკავებს.