სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის ფინალში იანიკ სინერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდნენ. იტალიელმა სერბი 2 სეტში (7-6, 6-3) დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.
სინერმა ჩემპიონობის გზაზე დანიელი, ეჩევერი, შელტონი, მედვედევი, მაჩაკი და ჯოკოვიჩი დაამარცხა.
იანიკმა 2024 წელს მე-7 ტიტული მოიგო - 2 გრანდ სლემი, 3 მასტერსი და 2 ATP 500-ქულიანი ტურნირი.
სინერი გახდა შანხაის მასტერსის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი და ასევე პირველი იტალიელი ჩემპიონი.
აღსანიშნავია, რომ იანიკმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ზედიზედ მესამედ დაამარცხა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ სინერი 2024 წელს ATP რეიტინგის სათავეში დაასრულებს, რითიც გახდება პირველი იტალიელი, რომელიც კალენდარულ წელს რეიტინგის ნომერ პირველ ჩოგბურთელად დახურავს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები