VIDEO: ზედიზედ მესამე ფრე - მანჩესტერი კვლავ ერთი მოგებით რჩება
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-7 ტურში მანჩესტერ იუნაიტედი სტუმრად ლიდსს დაუზავდა (1:1).
35-ე წუთზე ბრაიან მბიუმომ კერიკის გუნდი დააწინაურა, თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისში დომინიკ კალვერტ ლიუინმა ანგარიში გაათანაბრა და მანჩესტერს მორიგი ქულები დააკარგვინა.
7 ტურის შემდეგ ლიდსი 10 ქულით მე-7 ადგილს იკავეს, მანჩესტერს კი კვლავ ერთი გამარჯვება რჩება ანგარიშზე და 7 ქულით მე-13 ადგილზეა. ბოლო სამი თამაში წითელმა ეშმაკებმა ფრედ დაასრულეს, ბოლო 5 მატჩში კი 4 ფრე და 1 მარცხი აქვთ.