შესვლა

burger

კვარაცხელიას აგენტი: "ბარსელონა და პსჟ? შეხედეთ ხვიჩას!"

ფონტის ზომა
TT

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, ქართველის მიმართ ტოპ კლუბების ინტერესზე ისაუბრა:

 

"ბარსელონა და პსჟ? რა თქმა უნდა, ტოპ კლუბებიდან შემოთავაზებები არის. შეხედეთ მას, როგორ შეიძლება შემოთავაზება არ იყოს? მაისში მეტი რამ გაირკვევა." - უთხრა ჯუღელმა რუსულ Championat-ს.

 

უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობებით, ბარსელონას შეტევის გაძლიერება სურს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ქართველს განიხილავს, პსჟ კი კილიან მბაპეს შემცვლელს ეძებს და კვარაცხელია აქაც განიხილება.

 

Transfermarkt ნაპოლის შემტევს ამ ეტაპზე 80 მილიონ ევროდ აფასებს. კვარაცხელიამ ამ სეზონში 33 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

[email protected]

© 2023 აჭარაბეთ არენა. ყველა უფლება დაცულია.