Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 31-ე ტურში ლონდონური დერბი გაიმართა.
ვესტ ჰემმა ტოტენჰემს უმასპინძლა, შეხვედრა 1-1 დასრულდა.
ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-5 წუთზე გოლი ბრენან ჯონსონმა გაიტანა, საგოლე გადაცემა ტიმო ვერნერმა ჩაიწერა აქტივში.
საპასუხო გოლი კი მე-19 წუთზე კურტ ზუმამ მიითვალა, ასისტის ავტორი ჯაროდ ბოუენი გახდა.
ანგარიშის მხრივ შეხვედრის ბოლომდე არაფერი შეცვლილა და ლონდონური დერბი ფრედ დასრულდა.
ტოტენჰემმა 57 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა, ვესტ ჰემი კი 45 ქულით მეშვიდეა. ამ ორ გუნდს შორის სატურნირო ცხრილში მანჩესტერ იუნაიტედია 48 ქულით, რომელიც ამ ტურში ჩელსის დაუპირისპირდება.
კომენტარები
1 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ
3 დღის წინ